მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში მონაწილეობდა

10:56, 10.11.2026

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გაერო-ს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციაში (COP31) მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია თურქეთში, ანტალიაში იმართება და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა.

კონფერენციაში გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის 197 მხარე, 100-ზე მეტი ქვეყნისა და მთავრობის მეთაური მონაწილეობს.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჯანმრთელობის საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდასა და მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან.

ღონისძიებებზე კლიმატის ცვლილების გავლენა ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაძლიერებისა და ციფრული ჯანდაცვის განვითარების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კლიმატთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების მონიტორინგის, ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისა და აუცილებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ციფრული ჯანდაცვის განვითარებას და რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.

მინისტრთან ერთად კონფერენციას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია ესწრებოდა.

ინფორამაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი