მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში და კომიტეტმა განიხილა, მხარს დავუჭერთ, საკითხი კი პლენარულ სხდომაზე გადაწყდეს
მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში და კომიტეტმა განიხილა, მხარს დავუჭერთ, საკითხი კი პლენარულ სხდომაზე გადაწყდეს

გადავწყვიტეთ, სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში და კომიტეტმა განიხილა, მხარი დავუჭიროთ, საკითხი კი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ – მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სახალხო დამცველობის კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს.

„ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები იმის გასარკვევად, თუ რომელ კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს 90 ხმის მიღების პოტენციალი. პროცესს ხელი რომ არ შეეშალოს, გადავწყვიტეთ, ყველა კანდიდატს, ვინც კომიტეტმა განიხილა და ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში, მხარი დავუჭიროთ, საკითხი კი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.