მიხეილ სარჯველაძე - ევროპარლამენტარების განცხადებაში ბევრი დეტალია საყურადღებო, მნიშვნელოვანია, ეს სათანადოდ იქნას აღქმული და შეფასებული
მიხეილ სარჯველაძე - ევროპარლამენტარების განცხადებაში ბევრი დეტალია საყურადღებო, მნიშვნელოვანია, ეს სათანადოდ იქნას აღქმული და შეფასებული

საკმაოდ საყურადღებო განცხადებაა და დიდი იმედი მაქვს, ოპოზიციის მხრიდან ექნება ადეკვატური შეფასება იქ გამოთქმულ მოსაზრებებსა და პოზიციებს, რომელიც ფიქსირდება ამ რამდენიმე დეპუტატის საკმაოდ საყურადღებო დოკუმენტში, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ევროპარლამენტარების განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

„განცხადებაში, როდესაც ხედავენ აუცილებლობას, რომ კონკრეტულად ხელისუფლების მიმართ გაკეთდეს განცხადება, ასეთ შემთხვევაში ასეც არის გაკეთებული, იგივე რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც დაიგეგმა კიდეც მოლაპარაკებების შემდეგ. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულად და ხაზგასმით აღინიშნა ხელისუფლების როლზე. რაც შეეხება პოლიტიკურ ლიდერებს, როდესაც მრავლობითში მოიხსენიებენ, უნდა მოვიაზროთ, რომ ამ შემთხვევაში ჩამშლელ მხარედ ოპოზიციის ლიდერები მოიაზრება ყველა შემთხვევაში. ვინაიდან, აშკარად ჩანდა მოლაპარაკების პროცესშიც, მოლაპარაკების მიმდინარეობაც ამაზე მიუთითებდა, ვისი დესტრუქციული ქმედებებიც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში ხელის შემშლელი ფაქტორი მოლაპარაკებისთვის. სწორედ ის მხარე იყო ოპოზიციას ვინც წარმოადგენდა იმ მაგიდასთან. საკმაოდ საყურადღებო განცხადებაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან ექნება ადეკვატური შეფასება იქ გამოთქმულ მოსაზრებებს და პოზიციებს, რომელიც ფიქსირდება ამ რამდენიმე დეპუტატის საკმაოდ საყურადღებო დოკუმენტში“,- განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფომ ევროკავშირის წევრობისთვის ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას.

„ეს ზოგადად არის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. გაცხადებულია, რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირის წევრობისთვის. შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ დღის წესრიგით რაც კი ვალდებულება იქნება გათვალისწინებული, რაც კი მიიჩნევა, რომ დაგვაახლოებს ევროკავშირის სტანდარტებთან, ბუნებრივია, რომ ყველა ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. აქ ბუნებრივია, რომ უპირველესად მთავარია ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება მთლიანად საზოგადოების და მათ შორის, ოპოზიციური სპექტრის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ამ მიმართულებით. ეს პროცესი გამოაჩენს თავად და გარიყავს მხარეებს რეალურად თავისი საქმით და ქმედებებით, არიან პრო-ევროპული და მიდრეკილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისკენ და რომლებიც ამას ხელს უშლიან რეალურად. ვფიქრობ, რომ მომდევნო რამდენიმე წელი მართლაც საინტერესო იქნება საქართველოსთვის ამ თვალსაზრისით და ძალიან ბევრს დაანახებს ჩვენ ამომრჩეველსაც“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა,  ოპოზიციაში არიან კონკრეტული პირები, რომელთა განწყობა მოლაპარაკებების პროცესთან მიმართებაში კონსტრუქციულია, მაგრამ, მისივე თქმით, არიან ოპოზიციური ძალები, რომლებიც თავიდანვე მოტივირებულები იყვნენ მოლაპარაკებების ხელის შეშლისთვის.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებაში ბევრი დეტალია საყურადღებო და მნიშვნელოვანია, ეს სათანადოდ იქნას აღქმული და შეფასებული.

„გულწრფელად რომ გიპასუხოთ, ალბათ, ოპოზიციის რიგებში არსებობენ ძალები და კონკრეტული პიროვნებები, რომლებზეც შეიძლება ფიქრი და ვარაუდი, რომ რეალურად მათი განწყობა შეიძლება კონსტრუქციული იყოს მოლაპარაკებების პროცესთან მიმართებაში. შეიძლება ამ დრომდე ვიღაც ახერხებდა ამის ხმამაღლა თქმას, ვიღაც ვერ, მაგრამ სამწუხაროა ასევე, რომ არის იქ ოპოზიციურ სპექტრში ძალები, რომლებიც რეალურად იმთავითვე მოტივირებულები იყვნენ, რომ რამენაირად ხელი შეეშალათ მოლაპარაკების პროცესისთვის. ვინაიდან ერთადერთი, ასე ვთქვათ, ნავსაყუდელი, სადაც საკუთარ არსებობას შეიძლება, ხედავდნენ, ეს არის კრიზისი და დესტაბილიზაცია ამ ქვეყანაში. სხვა უბრალოდ პერსპექტივა მათ პოლიტიკურ მოღვაწეობას რეალურად არ გააჩნია. ასეთი ძალები მიმართავენ ყველა ხერხს, რომ მოლაპარაკება ჩავარდეს. აი, ასეთია დამოკიდებულებაა ოპოზიციის რიგებში სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან. ვნახოთ აბა, მომავალი გვაჩვენებს თუნდაც ამ განცხადების შემდეგ, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მიუხედავად იმისა, რომ ეს არის რამდენიმე დეპუტატის, ასე ვთქვათ კერძო პოზიცია, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მაინც საყურადღებოა ბევრი დეტალი, რომელიც იკითხება ამ განცხადებიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყურადღებით და სათანადო მნიშვნელობით იქნას აღქმული და შეფასებული“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.