მიხეილ სარჯველაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის საჭიროებაზე და სამომავლო შესაძლო ინიციატივებზე ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია, იყოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საუბრის მეტი შესაძლებლობა. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის თანასწორი მოქალაქეები და, რასაკვირველია, მათი მხრიდან დანახული პრობლემატიკა და პრიორიტეტები არის აუცილებლად გასაცნობიერებელი, კარგად გასაანალიზებელი და ამის მიხედვით დაუყოვნებლივ სამუშაო, რომ რაც შეიძლება სწრაფად წესრიგდებოდეს ის საკითხები, რომლებიც შეიძლება, აწუხებდეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობები არიან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.