მიხეილ სარჯველაძე - ერთადერთი ძალა, რომელიც ახლა შეიძლება, რუსეთის ინტერესებს პოტენციურად ემსახურებოდეს პოლარიზაციის გაზრდითა და ხელოვნური კრიზისებით, გახლავთ ოპოზიცია
მიხეილ სარჯველაძე - ერთადერთი ძალა, რომელიც ახლა შეიძლება, რუსეთის ინტერესებს პოტენციურად ემსახურებოდეს პოლარიზაციის გაზრდითა და ხელოვნური კრიზისებით, გახლავთ ოპოზიცია

ერთადერთი ძალა, რომელიც ახლა შეიძლება, რუსეთის ინტერესებს პოტენციურად ემსახურებოდეს პოლარიზაციის გაზრდითა და ხელოვნური კრიზისებით, გახლავთ ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ერთადერთი ძალა, რომელიც ახლა შეიძლება, რუსეთის ინტერესებს პოტენციურად ემსახურებოდეს საკუთარი დამოკიდებულებით, პოლარიზაციის გაზრდითა და მოგონილი ხელოვნური კრიზისებით, ეს გახლავთ ოპოზიცია დღეს. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლება ცდილობს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს, ეს არის მტკნარი ტყუილი. ეს არის საკუთარი ბრალის სხვაზე გადაბრალება, ასეთია რეალობა. გულწრფელად ვამბობ ამ წუთას, სამართლის აღსრულება თუ სამოქალაქო დაპირისპირების ინიცირებაა, ეს არ ვიცი, მაგრამ მეორე მხრივ, უკანონო მოქმედებების ქადილი თუ არ არის სამოქალაქო დაპირისპირება, ამაზეც პასუხი ექნება გასაცემი ყველას, ვინც ქადაგებს, დაუმორჩილებლობაო. და როგორ იძახიან? კონსტიტუციური ძალადობის ხერხებს უნდა მივმართოთო“, – განაცხდა მიხეილ სარჯველაძემ.