მიხეილ სარჯველაძე - ჟიგიმანტას პავილიონისი იმ ორკესტრის წევრია, რომლის ძირითადი მონაწილეები თუ სოლისტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან
მიხეილ სარჯველაძე - ჟიგიმანტას პავილიონისი იმ ორკესტრის წევრია, რომლის ძირითადი მონაწილეები თუ სოლისტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან

ჟიგიმანტას პავილიონისი იმ ორკესტრის წევრია, რომლის ძირითადი მონაწილეები, თუ სოლისტები, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მათ იდეური ერთიანობა, საქმიანი ერთიანობა და დამოკიდებულებები აერთიანებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მათ აქვთ საქართველოს წინააღმდეგ ავი ზრახვები, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ.

„ეს არის ზუსტად ამორალობა და ამორალურობა გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ინტერესს არაფრად აგდებენ, თუ ამ ინტერესისა და ნებისმიერი წარმატების ავანგარდში არ იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ჩანს, იმ ორკესტრის, რომელიც დღეს დაკავებულია საქართველოსთვის რეპუტაციული რისკ-ფაქტორების შექმნით, იმიტომ, რომ ამით რაღაც ავნოს საქართველოს ხელისუფლებას, მისი ერთ-ერთი მონაწილე და ორკესტრანტი გახლავთ პავილიონისიც. ეს შეიძლება იყოს ერთადერთი ახსნა ამ შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულების. ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, განსხვავებით მაგალითად მოლდოვისგან, თუმცა ამას რეალურად აბსოლუტურად არავითარი საღი და გონივრული არგუმენტი არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი