მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე დღეს მე-18 სამედიცინო დაწესებულებას ეწვევიან
მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე დღეს მე-18 სამედიცინო დაწესებულებას ეწვევიან

პარლამენტის წევრები მიხეილ სარჯველაძე, დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე დღეს მე-18 სამედიცინო დაწესებულებას ეწვევიან.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, ადგილზე გაესაუბრებიან სამედიცინო პერსონალს, ვინც უშუალოდ მონაწილეობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის პროცესში.

„ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტად ობიექტური ინფორმაცია დაიდოს. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას გაგაცნობთ. იმ განწყობით შევდივართ, რომ ამ ყველაფერს მაქსიმალურად პოლიტიკური შემადგენელი ჩამოვაცილოთ და ვფიქრობ, ამას შევძლებთ. მიხეილ სააკაშვილის მონახულების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის, მთავარია, მის სამედიცინო ისტორიას გავეცნოთ, რაც რეალურ შთაბეჭდილებას შეგვიქმნის და ასევე ვნახოთ, ის შესაძლებლობები, რაც საჭიროა ამ პაციენტისთვის მკურნალობის ჩატარებისთვის”, – განაცხადა ხუნდაძემ.