მიხეილ სარჯველაძე და ანრი ოხანაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდებიან
მიხეილ სარჯველაძე და ანრი ოხანაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდებიან

პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები – მიხეილ სარჯველაძე და ანრი ოხანაშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში დისკუსიის საგანი იქნება ევროკომისიის ის რეკომენდაცია, რომელიც ორივე უწყებისთვის მეტი დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას ითვალისწინებს.

როგორ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, საუბარია ინსტიტუციურ განვითარებასა და მეტი სამართლებრივი გარანტიით აღჭურვაზე.

„უნდა მოინახოს ყველა შესაძლებლობა, რომ სადაც კი არსებობს შემდგომი პროგრესის შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი იყოს“, – დასძინა სარჯველაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება პოზიციის გაცნობა, ვინ როგორ ხედავს ცვლილებების განხორციელებას.