მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი პოლიტიკა გულისხმობს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით ბრძოლას ოკუპაციასთან, ამ მიმართულებით ხელისუფლება ყველა მექანიზმს იყენებს
მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი პოლიტიკა გულისხმობს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით ბრძოლას ოკუპაციასთან, ამ მიმართულებით ხელისუფლება ყველა მექანიზმს იყენებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სწორი და განუხრელი პოლიტიკაა მხოლოდ მშვიდობიანი გზებით ბრძოლა ოკუპაციასთან. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლება გარდა საომარი მოქმედებებისა, მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ინტენიუსრად იყენებს.

აღნიშნული კომენტარით სარჯველაძემ უპასუხა „ლელო საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ლანა გალდავას განცხადებას, სადაც ის ხელისუფლებას მოუწოდებს, „რუსეთის მიმართ არგაღიზიანების პოლიტიკა“ შეცვალოს.

„მდგომარეობა ისეთია, როცა საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ყველა ძალისხმევას და ყველა მექანიზმს ინტენსიურად იყენებს, რომელიც ხელთ გვაქვს, გარდა საომარი მოქმედებებისა.

იმთავითვე გაცხადებული იყო, რომ ჩვენი პოლიტიკა გულისხმობს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით ბრძოლას ოკუპაციასთან. ეს არის საქართველოს სწორი და განუხრელი პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.