მიხეილ სარჯველაძე - ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რაც გულისხმობს ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას, ოღონდ, არა ისეთი სამართალდარღვევების, რომელიცაა მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ასრულებს ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით და გულისხმობს 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას.

თუმცა, სარჯველაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტში გაწერილი იქნება, რომ ამნისტია არ გავრცელდება ისეთი ტიპის სამართალდარღვევაზე, როგორიცაა მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევა.

„ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რაც არის განსაზღვრული კონკრეტული ხელშეკრულებით და რაც გულისხმობს იმ ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას, ოღონდ ეს არ გულისხმობს ისეთი ტიპის სამართალდარღვევებს, რომელიც არის მაგალითად მაკო გომურის შემთხვევა. ეს ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში გამონაკლისის სახით კონკრეტულად იქნება გაწერილი“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.