მიხეილ სარჯველაძე - ჩემი მთავარი საზრუნავია, რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს მკურნალობის პროცესი თითოეული ონკოპაციენტისთვის
მიხეილ სარჯველაძე - ჩემი მთავარი საზრუნავია, რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს მკურნალობის პროცესი თითოეული ონკოპაციენტისთვის

ჩემი მთავარი საზრუნავია, რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს მკურნალობის პროცესი თითოეული ონკოპაციენტისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს ონკოპაციენტების აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„ყველას აქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროში უწყვეტად, იმ დღის შემდეგ, რაც მე უწყებაში მოვედი მიმდინარეობს ძალზე აქტიური მუშაობა. ამის შესახებ იცის ყველა იმ ადამიანმა, მათ შორის, ვინც ამ კუთხით ცოტა აქტიურობით გამოირჩევა. მათ ყველა ფორმატში მონაწილეობის სრული შესაძლებლობა აქვთ. უახლოეს დღეებში, შეიძლება, დღეს, ხვალ, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოგახსენებთ, რაც ამ საკითხის ირგვლივ არსებობს. სექტორში გადაწყვეტილებების ასე მექანიკურად, ან გაუქმდეს, ან არ გაუქმდეს რომელიმე კონკრეტული ლიმიტი, არ მიღება. ამას ბევრად უფრო ყოველმხრივი შეფასება და გაანალიზება სჭირდება და რეალურად, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩემი მთავარი საზრუნავია, რაც შეიძლება უმტკივნეულო იყოს მკურნალობის პროცესი თითოეული ონკოპაციენტისთვის, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი, უკეთესი სტანდარტის. რა თქმა უნდა, ამას სამინისტრო უზრუნველყოფს. მერწმუნეთ, ამას არავითარი აქცია ობიექტურად არ სჭირდება. ამას სჭირდება მუშაობა და მონაწილეობას ამ სამუშაო პროცესში, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა სარჯველაძემ.