მიხეილ სარჯველაძე - არავითარი გამართლება არ აქვს ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის
მიხეილ სარჯველაძე - არავითარი გამართლება არ აქვს ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის

არავითარი გამართლება არ აქვს ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ურყევია და ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელი, შეუწყნარებელია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტრო საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში აწვდის განახლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწიათ აქციებზე დაშავებულებს.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები განთავსებულია საჭიროზე მეტი რაოდენობით იმ ადგილებში, სადაც იმართება აქციები. შესაბამისად, მთელი ამ დღეების განმავლობაში პრაქტიკულად ადგილზე უზრუნველყოფილი იყო მყისიერი სამედიცინო დახმარება უკლებლივ ყველა ადამიანისთვის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.