მიხეილ სარჯველაძე - დიდი ალბათობაა, ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი დარჩეს, მაგრამ არც სამპროცენტიანი ბარიერის გამორიცხვა შეიძლება
მიხეილ სარჯველაძე - დიდი ალბათობაა, ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი დარჩეს, მაგრამ არც სამპროცენტიანი ბარიერის გამორიცხვა შეიძლება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დიდი ალბათობაა, რომ ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი დარჩეს, მაგრამ იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ სამი პროცენტი იყოს.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, არავის აქვს უფლება ისაუბროს იმაზე, რომ ორპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი დარჩება, როგორც კონსტანტა უცვლელი, რადგან ეს იქნებოდა უპატივცემულობა საკანონმდებლო პროცესის, რომელიც ნიშნავს, რომ დისკუსია უნდა წარიმართოს და გაირკვეს, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური, სწორი და რელევანტური გადაწყვეტილება კონკრეტული დროის მონაკვეთში.

„არაკორექტული იქნებოდა საუბარი იმაზე, რომ ეს ასე იქნება წინასწარ. საარჩევნო ბარიერზე იყო განხილული და ეს არ არის სიურპრიზი. საუბარი იყო იგივე ბუნებრივი ბარიერის შემოღებაზე, სამ პროცენტზე და იყო სხვა მოსაზრებებიც”, – განაცხადა სარჯველაძემ.