მიხეილ სარჯველაძე - არ ვიცი, რამდენად ღირს სააკაშვილზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ყველაფერი მობეზრებული სერიალის ერთ-ერთი ახალი სერიასავით არის
მიხეილ სარჯველაძე - არ ვიცი, რამდენად ღირს სააკაშვილზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ყველაფერი მობეზრებული სერიალის ერთ-ერთი ახალი სერიასავით არის

არ ვიცი, რამდენად ღირს მიხეილ სააკაშვილზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ეს ყველაფერი მობეზრებული სერიალის ერთ-ერთი ახალი სერიასავით არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლება კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნული კომენტარით შეაფასა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ პოსტი, რომ „ორშაბათს გააკეთებს განცხადებას საკუთარ გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“.

„არ ვიცი, რამდენად ღირს მიხეილ სააკაშვილზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ერთს ვიტყვი, ეს ყველაფერი მობეზრებული სერიალის ერთ-ერთი ახალი სერიასავით არის. ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას, ვფიქრობ, არ იმსახურებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.