მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ ადამიანებს, რომლებსაც თვალი უჭირავთ არევ-დარევისკენ, დიდი იმედი უნდა ჰქონდეთ დამყარებული მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაზე
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ ადამიანებს, რომლებსაც თვალი უჭირავთ არევ-დარევისკენ, დიდი იმედი უნდა ჰქონდეთ დამყარებული მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაზე

არ მგონია, რომ ადამიანებს, რომლებსაც თვალი უჭირავთ პოლარიზების ხარისხის გაზრდაზე და არევ-დარევისკენ, მაინცდამაინც დიდი იმედი უნდა ჰქონდეთ დამყარებული მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ აქციებზე.

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ცალკე თემაა საერთოდ. არ მგონია, საქართველოს მოსახლეობაში გასვლადი იყოს ეს ვერსია, რომ სულ ერთია, კანონი რას ამბობს, სულ ერთია, კონსტიტუცია რას ამბობს, მაინც უნდა გათავისუფლდეს. ასეთი ლოგიკა, რასაკვირველია, ვერ იქნება გატარებული. ადამიანებს არგუმენტები სჭირდებათ.

სჯობს, ვისაუბროთ იმ საქმეებზე, რომლისთვისაც მსჯავრი აქვს დადებული ბატონ სააკაშვილს და ამის მიხედვით შეიძლება თქმა მერე, ეკუთვნის თუ არა მხარდაჭერა და მეორე, რეალურად შესაძლოა, თუ არა ეს იყოს თუ არა აჟიოტაჟის გამომწვევი. არ იქნება ეს გამომწვევი, უწყვეტი მცდელობების მიუხედავად. ამიტომ, არ მგონია, რომ თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებსაც თვალი უჭირავთ პოლარიზების ხარისხის გაზრდაზე და არევ-დარევისკენ, რომ მაინცდამაინც დიდი იმედი უნდა ჰქონდეთ დამყარებული მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.