მიხეილ სარჯველაძე - ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, რომელზეც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში გაამახვილებს ყურადღებას
მიხეილ სარჯველაძე - ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, რომელზეც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში გაამახვილებს ყურადღებას

ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რომელზეც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გვაქვს ე.წ. სკრინინგის შედარებით დაბალი მაჩვენებელი საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებული დადებითი დინამიკისა. ეს მიმართულება აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო და ცენტრალური მიმართულება, რომელზეც მომდევნო პერიოდში სახელმწიფო გაამახვილებს ყურადღებას, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით ონკოლოგიაში, არის ის, რაც რეალურს ხდის გამოთქმას – კიბო განაჩენი არ არის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.