მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ უცნობია ზუსტი თარიღი, როდის დაიწყებს გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში საქმიანობას
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ უცნობია ზუსტი თარიღი, როდის დაიწყებს გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოში საქმიანობას

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯერ ცნობილი არ არის ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყებს ჰააგის სასამართლოში საქმიანობას საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე.

როგორც საქართველოს პირველ არხს სარჯველაძემ განუცხადა, ეს უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი.

„ამჟამად, იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარმოდგენილი კარგი კანდიდატურა სრულად იქნება მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მხრიდან და არ იარსებებს ხელშემშლელი გარემოება, რასაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს მთავრობის დამტკიცებაზე. რაც შეეხება ლორთქიფანიძეს, მისი გამგზავრების თარიღის თქმა გამიჭირდება, რადგან წინასწარ განსაზღვრული თარიღები არ არის. სასამართლოში ხშირად არის შემთხვევა, როცა მოსამართლეს, როდესაც ვადა ეწურება, გარკვეული ხანი უწევს შემდეგი საქმიანობა და მოცემულ შემთხვევაშიც, ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.

ამასთან, გოჩა ლორთქიფანიძე გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობაშია დასახელებული.