მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტია არჩევნებს არ უკავშირდება
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტია არჩევნებს არ უკავშირდება

როდესაც ამ ჯარიმების დაწესებაზე იყო საუბარი, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ეს იყო უკიდურესი აუცილებლობით და პანდემიით შექმნილი ვითარებით გამოწვეული საჭიროება. მას შემდეგ, რაც გვაქვს ვითარება, რომ შეიძლება რომ გარკვეული შვება მიეცეს ამ მიმართულებით მოსახლეობას, რასაკვირველია, არ დააყოვნებს რეაგირებაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდპანდემიის გამო დაწესებულ ჯარიმებზე ამნისტია შეიძლება, არჩევნებს უკავშირდებოდეს, სწორი არ არის.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უფრო გვიან რომ გაკეთებულიყო, არჩევნებამდე უფრო მეტი საუბარი იქნებოდა ამაზე. ვსაუბრობთ დროებით ღონისძიებაზე, რომლის საჭიროებაც ამ წუთას საბედნიეროდ აღარ არსებობს. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩემი სურვილია, რომ აღარც იყოს ამის საჭიროება ხელმეორედ.​ პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება, რომლის მიხედვით, პირებს, რომლებსაც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ. გარდა ამისა, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან“, – განაცხადა სარჯველაძემ.