მიხეილ სააკაშვილი - გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ, კონკრეტულად რომელ აეროპორტში, ეს შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ, ბოლომდე წამსვლელი ვარ
მიხეილ სააკაშვილი - გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ, კონკრეტულად რომელ აეროპორტში, ეს შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ, ბოლომდე წამსვლელი ვარ

განვიხილავ ყველა ვარიანტს, მინდა, ვუთხრა ყველა ჩემს მომხრეს და ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს.

მისივე თქმით, მიზნის მისაღწევად ერთად ბრძოლაა საჭირო.

„განვიხილავ ყველა ვარიანტს, მინდა, ვუთხრა ყველა ჩემს მომხრეს და ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ერთად უნდა ვიბრძოდეთ. ჩამოვალ და ვიღაცა გადაგვარჩენს, ეს არ იმუშავეს. ჩამოვა და ვიღაც თავს შესწირავს, ეს იმუშავებს, კიბატონო და ამისთვისაც მზად ვარ. მაგრამ თუ გადარჩენა გვინდა, მაშინ ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ. ლოზუნგებს თავი დავანებოთ და ყველანი გადით ქუჩებში.

საქართველო გაბრწყინდეს კლავიატურაზე ბეჭდვა არაფერს არ გააბრწყინებს, ხელი გაანძრიეთ და გაბრწყინდება. ოპოზიციას აქვს ზუსტი გეგმა- არანაირი აღიარება არჩევნების, ხელახალი არჩევნები, საარჩევნო კომისიებიდან ბიულეტენების გატანის აკრძალვა, რა თქმა უნდა, ამ საარჩევნო კომისიის გამოცვლა და მომავალში ელექტრონული არჩევნები. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ თავისუფალი არჩევნების ინსტიტუტი დამკვიდრდება. გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. ყველაფერს გავაკეთებ, ბოლომდე წამსვლელი ვარ, სიცოცხლის შემწირავი ვარ ამ საქმეზე. თუ გვინდა, რომ სიცოცხლე კიარ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი. მაშინ ჩამოვალ, როცა ქართველი ხალხი დამიძახებს და კიდევ ვიმეორებ, ყველა ჩემი მომხრე უნდა იყოს ამ მომენტისთვის მზად, რომელიც შესაძლოა, ძალიან სწრაფად დადგეს. კონკრეტულად რომელ აეროპორტში დადგება, ეს შემდეგ ერთად გადავწყვიტოთ. არაფერს ზედმეტს არ ვამბობ, არავის არაფერს არ ვპირდები, არაფერს ვაანონსებ, ყველაფერი ჩვენს ერთობლივ კოორდინაციაზეა დამოკიდებული. ჩემი გული და ცხოვრება თქვენ გეკუთვნით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.