მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, კერძო ადვოკატი აღარ დაიცავს
მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, კერძო ადვოკატი აღარ დაიცავს

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კერძო ადვოკატი აღარ დაიცავს. სასამართლო სხდომაზე დღეს სააკაშვილის ინტერესების დამცველი გიორგი ჩივიაშვილი დასკვნითი სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა ადვოკატმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან პოზიციის შეთანხმების შემდეგ, მას კერძო ადვოკატი აღარ სჭირდება.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იქნა შეფასებული პოლიტიკურ დევნად. მიხელ სააკაშვილი უარს ამბობს დაქირავებულ ადვოკატზე, ეს მისი პოზიციაა, არ სურს, რომ ჩართული ვიყო პროცესში. მე აღარ წარმოვადგენ ამ საქმეში მის პოზიციებს”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროცესის გაჭიანურებას ემსახურება.