მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან

11:29, 09.11.2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მისი ადვოკატები ბექა ბასილაია და შოთა თუთბერიძე მივიდნენ.

როგორც დაწესებულებასთან უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, თავდაპირველად მათ პატიმრის მონახულებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. როგორც ბასილაია ამბობს, საშვის დაშვების პროცესი დროში გაიწელა.

„არ ამოუწერიათ საშვი, არ გვაძლევენ შესვლის საშუალებას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, რომ მათ არ სურთ, მიხეილ სააკაშვილს შევხვდეთ ადვოკატები. არ ვიცით, რა ხდება შიგნით. ნახევარი საათის მანძილზე, როდესაც უბრალოდ საშვის გამოწერას ველოდებით, გვიჩნდება ბევრი კითხვა, რით არის ეს განპირობებული , – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მსგავსი