მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის საქმეზე მორიგი სხდომა იმართება
მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის საქმეზე მორიგი სხდომა იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე მორიგი სხდომა იმართება.

პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე, კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ლომიძე იკითხება. მას კითხვებს დაცვის მხარე უსვამს.

წინა სხდომაზე ის პროკურატურამ უკვე დაკითხა. როგორც მოწმემ აღნიშნა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო განყოფილებაში შემოწმების დროს ნახეს ბაინდერებში ჩაკერებული პატაკები, სადაც დოკუმენტების უმრავლესობა დარეგისტრირებული არ ყოფილა.

ის აცხადებდა, რომ თანხები არ იყო დახარჯული ოპერატიული მიზნებისთვის.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება.