მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ბრალდებას ხუთდღიანი ვადა აქვს

23:41, 11.12.2017

ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიევის პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ბრალდების მხარეს ხუთდღიანი ვადა აქვს.

გადაწყვეტილების სრული ტექსტი 14 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გამოცხადდება.

მიხეილ სააკაშვილი მოსამართლემ დარბაზიდან რადას დეპუტატობის თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

პროკურატურა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 8 დეკემბერს დააკავეს.

მსგავსი