მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენისთვის ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენისთვის ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისს საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენისთვის ბრალდებულ ბაჩო ქათამაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებით შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი 19 აპრილს დააკავა.