მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოაცხადებს
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოაცხადებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე გიორგი არევაძე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოაცხადებს.

6 თებერვალს მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა სამი მოწმის დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ დარჩენილ შვიდ მოწმეს ჩახსნიან. მანამდე ცხრა მოწმე სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჩახსნა.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს პირველ დეკემბერს მიმართეს.