მიხეილ სააკაშვილის მომხრეები კიევში საპროტესტო აქციას მართავენ
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები კიევში საპროტესტო აქციას მართავენ

კიევში საპროტესტო მარში მიმდინარეობს. აქციაზე ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ. მარში უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ეს არის მეორე საპროტესტო გამოსვლა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის გარეშე მისი მომხრეები მართავენ.

სააკაშვილის მომხრეთა მარშს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ვერ ესწრება – 12 თებერვალს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ის პოლონეთში გააძევა. ამჟამად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰოლანდიაში იმყოფება.

„ახალი ძალების მოძრაობის“ მხარდამჭერები კიევის გარდა დღეს უკრაინის სხვა ქალაქებშიც აპირებენ შეკრებას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქში მობილიზებულია 3 000-მდე სამართალდამცველი.