მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი - იმედის ნაპერწკალი ხართ, ჩემიანმა მითხრა, კერპად გყავს მიშა და სანდრაო
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი - იმედის ნაპერწკალი ხართ, ჩემიანმა მითხრა, კერპად გყავს მიშა და სანდრაო

იმედის ნაპერწკალი ხართ თქვენ და თქვენი მეუღლე, ჩემიანმა მითხრა, კერპად გყავს მიშა და სანდრაო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერმა, თამთა ჯაფარიძემ „სკაიპით“ ჩართვისას მიმართა. სააკაშვილი ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში მხარდამჭერებს „საკიპით“ ჩაერთო.

„ვარ სამი შვილის დედა, ქმარი სახელის და გვარის გულისთვის მომიხსნეს. მამა მთელი თავისი ცხოვრება ჯარს ემსახურა და გამითავისუფლეს. რომ გაათავისუფლეს, ორი წელი ისე უყურებდა ფორმას. ახლა პოლონეთში მუშად მუშაობს. არავინ არ იცის დღეს მე აქ რომ ვდგავარ. იმედის ნაპერწკალი ხართ თქვენ და თქვენი მეუღლე. ჩემიანმა მითხრა, კერპად გყავს მიშა და სანდრაო. მე არავინ არ მყავს კერპად, მშობლების გარდა. კიდევ არ მჯერა, რომ გელაპარაკებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა.