მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციის „შინ, ევროპისკენ“ ორგანიზატორებისგან ითხოვენ, სააკაშვილის გათავისუფლებაზეც ისაუბრონ [ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ, ევროპისკენ“ მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ითხოვენ, სიტყვით გამოსვლების დროს, სააკაშვილიც ახსენონ და სცენიდან მოითხოვონ მისი გათავისუფლება.

„აქ მოსულთა 60-65 პროცენტი არის მიხეილ სააკაშვილის მომხრე. რომელ ევროპაში გინდათ მიშას გარეშე? თქვე დალოცვილებო, ერთხელ მაინც ახსენეთ. არ ვიჩხუბოთ, მაგრამ ახსენეთ, თქვე დალოცვილებო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ დღევანდელი მთავრობისგან საქართველოს გათავისუფლების გარანტი სწორედ მიხეილ სააკაშვილია.

დატოვე კომენტარი