მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი დღეს შეიკრიბება
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი დღეს შეიკრიბება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმი დღეს 15:00 საათზე შეიკრიბება. ამის შესახებ სააკაშვილის ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

როგორც ყიფშიძემ აღნიშნა, გუშინ, როდესაც სააკაშვილი მოინახულა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელი იყო. ყიფშიძის შეფასებით, დღეს ან ხვალ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საკითხი არ დგას.

„გუშინ, როდესაც ვნახე, მდგომარეობა იგივე იყო, რაც წინა დღეებში. გუშინ უკეთ დადიოდა, ჰოსპიტალიზაციის საკითხსაც ალბათ კონსილიუმი გადაწყვეტს. კონსილიუმის წევრები ეცნობიან მის ანალიზებს და შემდეგ გადაწყდება სამოქმედო გეგმაც“, – განაცხადა ყიფშიძემ.