მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე ახალი ადვოკატი დაიცავს
მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე ახალი ადვოკატი დაიცავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილის ინტერესებს დღეიდან სამი ახალი ადვოკატი დაიცავდა, მათ შორის სახაზინო წესით დანიშნული ინტერესების დამცველები. თუმცა, სააკაშვილის გადაწყვეტილებით, სახაზინო ადვოკატები აღარ დაიცავენ და მის ინტერესებს მიწვეული ადვოკატი შოთა კახიძე წარმოადგენს.

კახიძემ დღეს საქმის მასალების გაცნობის მიზნით, პროცესის ორი თვით გადადება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესი 22 ოქტომბრამდე გადადო.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება.