მიხეილ სააკაშვილის ექიმი - საკვებს არ იღებს, წვენი დალია და მეტი ფული აღარ აქვს, თაფლი არ მიკითხავს, მაგრამ ფული არ აქვს, რა თაფლი, რის თაფლი
მიხეილ სააკაშვილის ექიმი - საკვებს არ იღებს, წვენი დალია და მეტი ფული აღარ აქვს, თაფლი არ მიკითხავს, მაგრამ ფული არ აქვს, რა თაფლი, რის თაფლი

მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს კარგად, ვერც შეამჩნევთ რომ შიმშილობს ადამიანი, მხოლოდ წონაში არის დაკლებული, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

როგორც ექიმმა განაცხადა, პრეზიდენტი მხნედ არის, კარგად გრძნობს თავს, თუმცა აგრძელებს შიმშილობას.

„ძალიან ნერვიულობდა ბათუმის ინციდენტზე, ტელევიზორში უყურა ყველაფერს. განაგრძობს შიმშილობას, მე მითხრა, რომ არ დავამთავრებო. მშრალ შიმშილობაზე არასდროს არ ყოფილა. იღებს წყალს. გარეგნულად ძლიერად არის, ძალიან მოტივირებულია. თავს გრძნობს კარგად, ვერც შეამჩნევთ რომ შიმშილობს ადამიანი, წონაში არის დაკლებული. მე შევხვდი მთავარ ექიმს, რომელიც არის პროფესიონალი, გვქონდა ნახევარ საათიანი კონსილიუმი, ვილაპარაკეთ ყველაფერზე. ტესტები რაც მე მინდოდა, რომ ჩატარებულიყო, უკვე ჩატარებულია. პასუხები არ არის საკმაოდ დამაიმედებელი. პრობლემა არის შიმშილი. ჩაუტარდა კვლევა სისხლისა და შარდის. საფრთხის წინაშე იქნება რამოდენიმე დღეში, რადგან აქვს ანემია“, – განაცხადა ექიმმა.

კითხვაზე, იღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი თაფლსა და ნატურალურ წვენს, ექიმმა აღნიშნა: „საკვებს არ იღებს, წვენი დალია და ფული აღარ აქვს მეტი. თაფლი არ მიკითხავს, მაგრამ ფული არ აქვს და რა თაფლი, რის თაფლი. აქ ყოფილა ასე, აძლევენ ბარათს, 700 ლარამდე აქვს ზედ თანხა, ამ თანხის დიდი ნაწილით იყიდა ტელევიზორი და შემდეგ თვემდე არ ექნება ეს ბარათი შევსებული. წვენი უკვე დალია ერთი ბოთლი, აღარ აქვს მორჩა“.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა მედიკამენტების დახმარება, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, რომ მედიკამენტური დახმარება ჯერ არ სჭირდება.

„საუბედუროდ, ჩემი გამოთვლებით, შემდეგ კვირას დასჭირდება მკურნალობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. ორ-სამ დღეში ჩემის აზრით, ეს ანალიზები გაურესდება. არაფრით არ გაუმჯობესდება და დასჭირდება სხვადასხვა სახის მკურნალობა. ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან კარგი აქვს. არის მშვენიერ მდგომარეობაში და დადის წინ და უკან“, – განაცხადა ექიმმა.