მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო
მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეებს ეხება, 20 სექტემბრისთვის გადაიდო.

სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი გახდა მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომელიც მოსამართლე ნინო ელიეშვილმა წაიკითხა. წერილში სააკაშვილი აღნიშნავდა, რომ წინააღმდეგია, გაგრძელდეს პროცესი მისი დასწრების გარეშე, სხდომაზე მონაწილეობა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია.

სააკაშვილის მოთხოვნის მიუხედავად, მისი ადვოკატები ითხოვდნენ, სააკაშვილის დასწრების გარეშე განეხილათ ერთადერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა საქმის ხელახალ სასამართლო განხილვას კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლის ცვლილების გამო. ამ შუამდგომლობის განხილვის წინააღმდეგი არც ბრალდების მხარე იყო, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ გაითვალისწინა ბრალდებული სააკაშვილის მოთხოვნა და პროეცსი გადადო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, აღნიშნულ საქმეში ბრალდებულების, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.