მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება
მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება

ახალი ძალების მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

უმაღლესი რადას დეპუტატ იური დერევიანკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში, სადაც ის იმყოფებოდა, სპეცდანიშნულების რაზმი ნამდვილად იმყოფებოდა. დერევიანკოს თქმით, მათ სააკაშვილის დაკავება სურდათ.

სასტუმროსთან „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვა.

ცოტა ხნის წინ, პარტია „ბატკივშინას“ წევრმა, დეპუტატმა იგორ ლუცენკომ, „ალფას“ მიერ სააკაშვილის აყვანის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

რამდენიმე წუთით ადრე კი მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ფეისბუქში წერდა , რომ მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად, სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან „ალფას“ სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფებოდა. საყვარელიძე მხარდამჭერებს სასტუმროსთან შეკრებისკენ მოუწოდებდა.