მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - დღეს საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - დღეს საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა

შეუძლებელი იყო საქმეში არსებული მტკიცებულებებით მიხეილ სააკაშვილის მიმართ  გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განუცხადა.

“საქმის მასალებიდან ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ გამომდინარეობს. მიმაჩნია, რომ დღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, ვიდრე ბრალდება ედავებოდა ჩემს დაცვისქვეშ მყოფს. მოხდა ნორმების დარღვევა აღნიშნული გადაწყვეტილებით. პოლიტიკურად არის შერაცხული ეს საქმე. აშკარად იკითხება, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მის მიმართ. შეუძლებელი იყო საქმეში არსებული მტკიცებულებებით დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი”, -აღნიშნა ადვოკატმა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წალმდე შემცირდა.