მიხეილ სააკაშვილი - ყოველთვის მზად ვიყავი საქართველოში ჩასასვლელად, მაგრამ არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, სააკაშვილი ჩამოვიდა და ამის გამო აგვერია არჩევნებიო
მიხეილ სააკაშვილი - ყოველთვის მზად ვიყავი საქართველოში ჩასასვლელად, მაგრამ არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, სააკაშვილი ჩამოვიდა და ამის გამო აგვერია არჩევნებიო

ყოველთვის მზად ვიყავი საქართველოში ჩასასვლელად, მაგრამ არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, სააკაშვილი ჩამოვიდა და ამის გამო აგვერია არჩევნებიო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხალხი და ყველა ოპოზიციური ლიდერი ამას გადაწყვეტს, მისი ჩამოსვლა პრობლემა არ არის.

„მე ყოველთვის მზად ვიყავი საქართველოში ჩასასვლელად, მაგრამ არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, რომ აი, სააკაშვილი ჩამოვიდა და ამის გამო აგვერია არჩევნები, სააკაშვილი ჩამოვიდა, მოგებული გვქონდა და ამიტომ წავაგეთ…ხალხი თუ ერთად გადაწყვეტს, საერთოდ არ არის ეს პრობლემა. თუ ყველა ოპოზიციური ლიდერი ერთად შეთანხმდება და ჩათვლის, რომ ეს არის მათი ინსტრუმენტი, ამის პრობლემა არ არის. მე გიჟივით მენატრება ჩემი ქვეყანა, მაგრამ საქმე არ უნდა დავაზარალოთ. ჩემს პიროვნებას არ მოვარგებ არაფერს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.