მიხეილ სააკაშვილი - ვგმობ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას
მიხეილ სააკაშვილი - ვგმობ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას

ვგმობ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ხელისუფლება მიდის სისხლისღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.