მიხეილ სააკაშვილი - მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც იყო პრეზიდენტი თითქმის ცხრა წელი და არაფერი გამაჩნია
მიხეილ სააკაშვილი - მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც იყო პრეზიდენტი თითქმის ცხრა წელი და არაფერი გამაჩნია

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც იყო პრეზიდენტი თითქმის ცხრა წელი და არაფერი გამაჩნია, – ასე უპასუხა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ კითხვას –  „თქვენ საუბრობთ ბიზნესის დაცულობაზე“?

„დიახ მე ვსაუბრობ, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც იყო პრეზიდენტი თითქმის ცხრა წელი და არაფერი არ გამაჩნია. ამიტომ მოდით, ნუ ვილაპარაკებთ ვინ რა წაიღო, ვინ რა წამოიღო. მე მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიასა და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს. მე მყავს ბევრი ყოფილი მინისტრი, მაგალითად კობა სუბელიანი, რომელიც ახლა ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობს, მეორე ნამგალაური ტრაილერის მძღოლია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე იწვნია.

„გაერთიანებული ოპოზიცია სთავაზობს და გააკეთებს ამას, რომ საგადასახადო დავალიანებების საპატიმრო საერთოდ აღარ იყოს საქართველოში, ვეღარავინ ვერავინ დააშანტაჟოს პატიმრობის სახით. ეს ყველა საქმე უნდა წავიდეთ სასამართლოში. თუკი ვინმემ საკუთარ თავზე იწვნია უსამართლო სასამართლო, ვარ მე, რადგან ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, მისი ქონება დაყადაღებული იყო. დედაჩემის სახლია დაყადაღებული, ჩემი ერთადერთი ქონება ყვარელში რაც არის, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით მომისაჯეს რაღაც სასჯელები. რა თქმა უნდა, თუ კი ვინმეს ესმის, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობა, ვარ მე. ესენი აუცილებლად გამოიცვლებიან, რამდენიც არ უნდა ჩამოეკიდონ ხელისუფლებას, მაგრამ რამდენიმე წელიწადში იმ ხელისუფლებასაც გადაირჩევენ, რომელიც ახლა მოვა და, რომელსაც მხარს ვუჭერ. ამიტომ არანაირი სურვილი აღარ მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ ვიღაცამ დაიწყოს დევნა.

ივანიშვილისთვის კი არა, ამას ჩემი და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით გავაკეთებ. მე ვნახე, რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო, ემიგრანტობის სიმწარე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ სიტუაცია, როდესაც საქართველოში იქნება დამოუკიდებელი მოსამართლე, რომელიც ვერც ერთი ხელისუფლების კაპრიზზე ვერავის ჩასვამს, ვერავის მიაშანტაჟებს, მიატერორებს და ვერც სარდაფში ვერ შეიყვანს თუ ჩაიყვანს, ამაზე პასუხს აგებს და ა.შ.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.