მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

ჟურნალისტ დიმიტრი გორდონის მიერ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებული ფოტო, რომელშიც შეხვედრაა ასახული, მიხეილ სააკაშილმა „ფეისბუქში“ გააზიარა.

ფოტოს დიმიტრი გორდონის აღწერა ახლავს თან: „ქართველი რეფორმატორების ბრწყინვალე გუნდი პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და მასთან ერთად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელ ლიზა იასკო, ალესია ბაცკო და მე. დანარჩენები ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ცხაკაია, პეტრე ცისკარიშვილი, გიზო უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით საყვარელიძე“, – წერს გორდონი.

დატოვე კომენტარი