მიხეილ სააკაშვილი - ვანო მერაბიშვილი ბევრად უფრო წყნარი გამოვიდა ციხიდან, ვიდრე იყო მანამდე
მიხეილ სააკაშვილი - ვანო მერაბიშვილი ბევრად უფრო წყნარი გამოვიდა ციხიდან, ვიდრე იყო მანამდე

ვანო მერაბიშვილი საერთოდ არავისზე არ არის გაბრაზებული, ბევრად უფრო წყნარი გამოვიდა, ვიდრე იყო მანამდე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბის გახსნისას ტელეფონით ჩართვისას განაცხადა.

„ვანო რომ გამოუშვეს, მქონდა მისი ნახვის შესაძლებლობა. ყველაზე მეტად რამ გამაოგნა, საერთოდ არ არის არავისზე გაბრაზებული. ივანიშვილი რომ ივანიშვილია, იმაზეც არ არის გაბრაზებული. ადამიანი იყო შვიდი წელი სამარტოო საკანში. ეს არის წამება ყველა საერთაშორისო ნორმით. ძაან ბევრი ადამიანი გადავიდოდა ჭკუიდან, გაბოროტებას აღარ ვლაპარაკობ. გამოვიდა ადამიანი და საერთოდ არავისზე არ არის გაბრაზებული, ბევრად უფრო წყნარი გამოვიდა, ვიდრე იყო მანამდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.