მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, აღიარონ პირად, რომელსაც სახელმწიფოსგან დაცვა სჭირდება
მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, აღიარონ პირად, რომელსაც სახელმწიფოსგან დაცვა სჭირდება

დღეს კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლო სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს.

ინფორმაციას ამის შესახებ კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საიმიგრაციო სამსახურისგან ითხოვს, რომ აღიარონ პირად, რომელიც სახელმწიფოსგან დამატებით დაცვას საჭიროებს.

ამას გარდა, როგორც პრესსამსახურის განცახდებაშია აღნიშნული, კიევის საოქლო სასამართლო ასევე გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა წარმოებაში უკრიანის გენერლაური პროკურატურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი, რომლითაც ის სასამართლოს სთხოვს, დაავალდებულოს პროკურატურა სექსტრადიციო შემოწმების მასალების ასლების მისთვის გადაცემა.