მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.  ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უნიანიავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შესაბამის განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.  „უნიანი“ ასევე ავრცელებს ვლადიმირ ზელენსკის კომენტარს.

„გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლოზის ძეს ახალ საპასუხისმგებლო გამოწვევას. მჯერა, რომ ის შეძლებს მისცეს იმპულსი რეფორმების ეროვნულ საბჭოს და დაეხმარება ქვეყანას მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებაში“, – აღნიშნავს ზელენსკი.

ამავე განკარგულებით, სააკაშვილის მოადგილედ ალექსანდრ ოლშანსკი დაინიშნა.

უკრაინული მედიის ცნობით, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისგან რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით წინადადება მიიღო. თუმცა, მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მისი წარდგენის შესახებ წინადადება უკან გაიწვია.