მიხეილ სააკაშვილი - უცხოეთში მყოფმა ქართველებმა, დამატებითი უბნების გახსნის მოთხოვნით, საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ
მიხეილ სააკაშვილი - უცხოეთში მყოფმა ქართველებმა, დამატებითი უბნების გახსნის მოთხოვნით, საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია, ვიბრძვით ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ძალები უნდა გააერთიანონ.

„ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.