მიხეილ სააკაშვილი - თუ „ფეესბეს“ აგენტი ვარ, მაშინ დაუყონებლივ უნდა გამიშვან რუსეთში 
მიხეილ სააკაშვილი - თუ „ფეესბეს“ აგენტი ვარ, მაშინ დაუყონებლივ უნდა გამიშვან რუსეთში 

თუ დაამტკიცებენ რომ „ფეესბეს“ აგენტი ვარ, პუტინს ხომ ჰყავს უკრაინელი აგენტები. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? მე უნდა გამცვალონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

“თუ „ფეესბეს“ აგენტი ვარ, რომელიც უკრაინის სასამართლომ გაასამართლა, მაშინ დაუყონებლივ უნდა გამიშვან რუსეთში და ამის შემდეგ ალბათ პუტინი გადამცემს სამხრეთ ოსეთის დაზვერვას. წარმოგიდგენიათ, როგორი აბსურდია”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.