მიხეილ სააკაშვილი - შოთა ჭიჭიაშვილი აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე 
მიხეილ სააკაშვილი - შოთა ჭიჭიაშვილი აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე 

ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში სპეცდავალებით იმყოფებოდა.

კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს. ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე.

ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქის, შოთა ჭიჭიაშვილის ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. როგორც უკრაინული მედია წერს, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა.

შოთა ჭიჭიაშვილს ადამიანების გატაცებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მან 2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე დატოვა საპატიმრო.