მიხეილ სააკაშვილი - შიმშილობას არ შევწყვეტ, ვიდრე მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ გავთავისუფლდებით, ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე
მიხეილ სააკაშვილი - შიმშილობას არ შევწყვეტ, ვიდრე მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ გავთავისუფლდებით, ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნდა, რათა დახმარებოდა ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიის აღდგენის საქმეში.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, გისოსებს მიღმაც თავისუფალ ადამიანად რჩება.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე ის და მის გამო დაკავებული ადამიანები არ გათავისუფლდებიან.

„მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ, დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩვენს ხალხს თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა. მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა და მინდა იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ ამას არც ერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში.

თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც და ზუსტად ვიცი, რაზეც მივდივარ. არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა, უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე ჩემს უგონო მდგომარეობის შემთხვევაში, რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად. ძალიან მიყვარხართ ყველანი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.