მიხეილ სააკაშვილი - შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, თუ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, მზად ვარ
მიხეილ სააკაშვილი - შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, თუ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, მზად ვარ

შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივში“ განაცხადა.

„მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს. ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. მე მზად ვარ ყველაფრისთვის და მათ შორის, თავის შეწირვისთვის. თქვენ რა გინდათ, გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა, უბრალოდ, ზვარაკად მიტანა საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებული კიდევ ერთი პრეზიდენტის სიცოცხლის, ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რატომ არ ერთვება პირდაპირ ეთერში საქართველოში მიმდინარე აქციებზე, სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა მთავარი ეს არ არის.

„მიტინგებზე მე თვითონ არ ვერთვები. არ მგონია, რომ ჩემი თემა უნდა იყოს მთავარი. ჩემი სამშობლო გიჟივით მენატრება, მაგრამ ჩემ პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ. თქვენ ბოლომდე გაგძარცვეს, დედა გიტირეს და უნდა უპასუხოთ. ახლა თქვენი საკითხია და არა სააკაშვილის ან ნებისმიერი სხვა გვარის ადამიანის“, – განაცხადა სააკაშვილმა.