მიხეილ სააკაშვილი - საქართველო სახელმწიფოდ მე ჩამოვაყალიბე, მათ კი მოქალაქეობა ჩამომართვეს
მიხეილ სააკაშვილი - საქართველო სახელმწიფოდ მე ჩამოვაყალიბე, მათ კი მოქალაქეობა ჩამომართვეს

კიევის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს ურჩია, კითხოს ხალხს, იმსახურებს თუ არა ის, იყოს უკრაინის მოქალაქე. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, უკრაინელი ხალხი თანახმა იქნება, აღუდგეს მოქალაქეობა.

სააკაშვილმა საქართველოში მისი პრეზიდენტობის პერიოდზეც ისაუბრა. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო სახელმწიფოს მან შექმნა და როდესაც მოქალაქეობა წაართვეს, მან მთელი თავისი ენერგია უკრაინისკენ მიმართა.

„მე ნებისმიერ ქვეყანაში შემიძლია მოქალაქეობის მიღება, თუნდაც ნიდერლანდებში, სადაც უკვე შემომთავაზეს. დასავლეთში არ აინტერესებთ ოლიგარქების შეთითხნილი საქმეები ჩემ წინააღმდეგ. მაგრამ მე აქ მინდა ყოფნა, რადგან მე მიყვარს უკრაინა, მე მოვკვდები უკრაინისთვის, რადგან მე სხვაგან არ მინდა წასვლა. მე მქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზული შემოთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უღირსმა მეფე პუტინმა დამაბრალა და იცრუა, რომ ამერიკაში თურმე არ ვჭირდებით და სამუშაო ვიზა არ მომცეს. ნახეთ, როგორ გვანან ერთმანეთს პოროშენკო, პუტინი და ივანიშვილი. მე შემიძლია ნებისმიერ დროს დავსაქმდე ამერიკაში, მაგრამ მე აქ მინდა ყოფნა, ამ ქვეყნისთის მინდა ვიბრძოლო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კიევის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მანამდე კი კიევის სააპელაციო სასამართლომ მთავარი პროკურატურის საჩივრის განხილვა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის მისჯის თაობაზე 11 იანვრისთვის გადადო.