მიხეილ სააკაშვილი - საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც
საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, ეს არის გაბედული ახალგაზრდებისა და ყველა ასაკის ადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგი.
„მიუხედავად მთელ მსოფლიოში სხვადასხვა რეგიონებისა და სენსაციური ამბების დუღილისა, საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო „ვარდების რევოლუციის“ დროსაც. ეს არის ჩვენი გაბედული ახალგაზრდების და ყველა ასაკის ადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგი. ვამაყობ ჩვენი ხალხით! დიდება საქართველოს!“ – წერს სააკაშვილი.