მიხეილ სააკაშვილი – საქართველო გათავისუფლდება ძალიან მალე, ასე რომ, გაასწორეთ ჩამოშვებული ცხვირები და გაანძრიეთ ხელი
საქართველო გათავისუფლდება ძალიან მალე და მასთან ერთად გათავისუფლდებიან უსამართლოდ დატყვევებული ადამიანებიც. ასე რომ, გაასწორეთ ჩამოშვებული ცხვირები და გაანძრიეთ ხელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიცია უიმედობას აბეტონებს.
„მინდა, მივმართო მედიას და ფართო აუდიტორიას, თუ ღმერთი გწამთ, ნუ ტირაჟირებთ სრულ სისულელეებს იმის ლაპარაკით „მაშინ ეს და ეს ბევრი წლით აღმოჩნდება ციხეში, ეს და ეს პოლიტპატიმარი მხოლოდ 2035 წელს გამოვა ციხიდან“. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ამით ეგუებით ერთი ოჯახის მარადიულ დესპოტიზმს, ნუთუ თქვენამდე არ დადის, რომ ამით ხელჩამოშვებულობას და უიმედობას აბეტონებთ და დიქტატურას ეხმარებით?! საქართველო გათავისუფლდება ძალიან მალე და მასთან ერთად გათავისუფლდებიან უსამართლოდ დატყვევებული ადამიანებიც. ასე რომ, გაასწორეთ ჩამოშვებული ცხვირები და გაანძრიეთ ხელი“, – წერს სააკაშვილი.