მიხეილ სააკაშვილი – საპატრიარქოში უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს ძირეული პრინციპების წინააღმდეგ ვერ წახვალთ
საპატრიარქოში უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს ძირეული პრინციპების წინააღმდეგ ვერ წახვალთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ძირეული პრინციპები არის ევროპისა და დასავლეთისკენ სწრაფვა.
„გიორგი ბრწყინვალემ დააარსა თბილისში კათოლიკური კათედრა, კათოლიკური მრჩევლები ჩამოიყვანა საქართველოში მოდერნიზაციის მოსახდენად. აი, მე როგორც ჩამომყავდა მრჩევლები. ჩემი ერთი მრჩეველი ახლა საფრანგეთის პრეზიდენტად იყრის კენჭს. გიორგი ბრწყინვალემ მოაწესრიგა სახელმწიფო აპარატის ელემენტები და ვინმე ჯღანაიძე, რომელიც საპატრიარქოდან გამოდის და იძახის, ევროპა რად გვინდაო, პირდაპირ უპირისპირდება გიორგი ბრწყინვალეს და საქართველოს ისტორიულ გამოცდილებას. სხვა, ამას არაფერი ჰქვია. საპატრიარქოში უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს ძირეული პრინციპების წინააღმდეგ ვერ წახვალთ. საქართველოს ძირეული პრინციპები არის ევროპისა და დასავლეთისკენ სწრაფვა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.